Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მოსწავლეების 42.5% ფიქრობს, რომ ყურის აწევა ძალადობა არ არის
ambebi.ge
17 October 2017, 14:20
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა” წარდგენისას განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით.

“ეს არის პირველი სპეციალური ანგარიში, რომელიც ძალადობის კუთხით სკოლებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. 98 საჯარო სკოლაში, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით. ბულინგი კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რაც სამწუხაროა.

ძალიან ბევრ პირს, რომელიც სკოლაში მუშაობს, არ აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი პრევენციის და რეაგირების მექანიზმებზე. ცალკე გამოსაყოფია ისიც, რომ ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვას ძალადობის ცალკეულ სახეებს, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს”, /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ანგარიშის თანახმად, ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დაფიქსირდა მოსწავლეთა დაახლოებით, 20%-ში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან - 47%, დამრიგებლის მხრიდან 61%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან 78%. სკოლის თანამშრომელთა 25% ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მონიტორინგი, ამიტომ რამდენიმე საქმის შესწავლის შემდეგ რეაგირებისთვის მიმართეს შესაბამის უწყებებს.

“ჩვენ კონკრეტული შემთხვევები შევისწავლეთ, სადაც საჭირო იყო ჩვენი რეაგირება. ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე საქმის შესწავლა დაგვეწყო. არ გამოვრიცხავ რამდენიმე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმის დასახვეწად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი